Nuage

წესები და პირობები

ქვემოთ მოცემულია ნუაჟის მომსახურების დაჯავშნის, პროდუქციის ონლაინ შეძენისა და სასაჩუქრე ბარათის შეძენის პირობები. ჯავშნის დადასტურებით ან შეკვეთის განთავსებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს.

Эти условия опубликованы на грузинском языке — он является юридически обязательной версией. За разъяснением на русском языке обратитесь в клинику.

მომსახურების დაჯავშნის პირობები

კლინიკაში ვიზიტამდე, ჯავშნის გაკეთებისას, მომხმარებელი:

  • უნდა დაეთანხმოს კლინიკის ვებგვერდზე განთავსებულ წესებსა და პირობებს;
  • ავანსის სახით უნდა გადაიხადოს არჩეული მომსახურების ღირებულების 20%.

ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია მომსახურების გაწევამდე 24 საათით ადრე. ჯავშნის გაუქმების შესახებ მომხმარებელმა კლინიკა უნდა გააფრთხილოს სამუშაო საათებში, ყოველდღიურად, 10:00-დან 20:00 საათამდე.

ავანსად გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება. თუ მომხმარებელი კლინიკას გააფრთხილებს ამ წესების დაცვით, მომსახურების გაწევამდე 24 საათით ადრე, მაშინ ავანსად გადახდილი თანხა აისახება მომხმარებლის სახელზე არსებულ ბალანსზე, რომლის გამოყენებასაც იგი შეძლებს მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

გაფრთხილება

  • თუ მომხმარებელი 24 საათით ადრე არ გააფრთხილებს კლინიკას ან არ გამოცხადდება დაჯავშნილ პროცედურაზე, ავანსად გადახდილი თანხა მას უკან არ დაუბრუნდება და არც ბალანსზე აისახება.
  • თუ მომხმარებელი დაიგვიანებს პროცედურაზე, დაგვიანებული დრო გამოაკლდება მისი პროცედურის დროს, თუმცა მომსახურების ღირებულება არ შეიცვლება.

პროდუქციის ონლაინ შეძენის პირობები

  • მომხმარებელს შეუძლია ონლაინ შეიძინოს კლინიკის საიტზე განთავსებული პროდუქცია;
  • ონლაინ შეძენისას მომხმარებელმა უნდა აირჩიოს, სურს პროდუქციის კლინიკიდან ადგილზე მისვლით გატანა, თუ ისარგებლებს საკურიერო მომსახურებით;
  • საკურიერო მომსახურებით სარგებლობისას გარე შეფუთვის დაზიანებაზე მიმწოდებელი (კლინიკა) პასუხისმგებელი არ არის.

გაფრთხილება

  • შეძენილი პროდუქცია გადაცვლას ან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა აღმოჩენილი ქარხნული წუნისა.

სასაჩუქრე ბარათის პირობები

მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სასაჩუქრე ბარათი როგორც კლინიკაში, ისე ვებგვერდზე, შემდეგი პირობებით:

  • სასაჩუქრე ბარათის შეძენა შესაძლებელია მესამე პირისთვის, მატერიალური ან ელექტრონული სახით, კონკრეტული პროცედურისთვის;
  • ასევე შესაძლებელია დეპოზიტური სასაჩუქრე ბარათის შეძენა, რომელზეც განთავსდება მომხმარებლის მიერ არჩეული თანხა — ამ შემთხვევაში სასურველი მომსახურების არჩევა ხდება მოგვიანებით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ

  • სასაჩუქრე ბარათის ვადა არის 3 თვე. ვადის გასვლის შემდეგ პროცედურის ან თანხის გამოყენება შეუძლებელია.
  • სასაჩუქრე ბარათის შესაძენად გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.