Nuage
უკან

ულთერაპია

საწყისი:
1,300 ₾
ხანგრძლივობა:
60 - 90 წთ

ულთერაპია არის არაინვაზიური ულტრაბგერითი ლიფტინგის პროცედურა, რომელიც კანის ღრმა ფენებზე მოქმედებით ასტიმულირებს კოლაგენის წარმოქმნას და აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს. პროცედურა ეფექტურად ამცირებს ნაოჭებს და უზრუნველყოფს ბუნებრივ ლიფტინგის ეფექტს სახის, ყელისა და დეკოლტეს არეში.

Ultherapy არის კანის არაინვაზიური ულტრაბგერითი SMAS-ლიფტინგი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და ეფექტურ ტექნოლოგიად მიიჩნევა და ხშირად პლასტიკურ ქირურგიას ადარებენ.  Nuage-ში პროცედურა ტარდება 2025 წლის ორიგინალი Ultherapy-ის აპარატით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს, უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. პროცედურა ფოკუსირებული ულტრაბგერითი ენერგიის საშუალებით მოქმედებს როგორც კანის ზედაპირულ ფენებზე, ასევე ზედაპირულ კუნთოვან-აპონევროზულ სისტემაზე - SMAS-ზე (Superficial Musculo-Aponeurotic System), რაც უზრუნველყოფს ღრმა და თვალსაჩინო ლიფტინგის ეფექტს ქირურგიული ჩარევის გარეშე.

პროცედურის დროს ფოკუსირებული ულტრაბგერითი ტალღები აღწევს კანის სხვადასხვა სიღრმეში (1.5 მმ, 3.0 მმ და 4.5 მმ) და შერჩევითად ათბობს ქსოვილებს. ეს პროცესი ასტიმულირებს ახალი კოლაგენის სინთეზს, რაც კანს ბუნებრივად ჭიმავს, ამკვრივებს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას.

Ultherapy-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა დაპატენტებული DeepSEE ვიზუალიზაცია, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს პროცედურის დროს რეალურ დროში დაინახოს კანის შრეები, ზუსტად განსაზღვროს ზემოქმედების სიღრმე და აკონტროლოს ენერგიის ინტენსივობა, რაც ზრდის პროცედურის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას.

ულტრაბგერითი SMAS-ლიფტინგი გამოიყენება:

სახის კანის ლიფტინგისა და კონტურის გასაუმჯობესებლად;

ყელისა და დეკოლტეს კანის გამკვრივებისთვის;

ნაოჭების შესამცირებლად;

კანის ტონუსისა და ელასტიურობის გასაზრდელად.

შედეგი ვითარდება თანდათან, პროცედურიდან 2–3 თვეში, ზოგ შემთხვევაში 6 თვემდე, და შეიძლება შენარჩუნდეს ერთი წელი ან მეტიც. მაქსიმალური ეფექტისთვის რეკომენდებულია პროცედურის ჩატარება, დაახლოებით, წელიწადში ერთხელ.

სამკურნალო ზონების ვარიაციები:

სახე

ყელი

დეკოლტე

სახე და ყელი

ყელი და დეკოლტე

თვალის არე

პროცედურის დეტალები:

კანის არაინვაზიური ლიფტინგი და გამკვრივება

კოლაგენის ბუნებრივი წარმოქმნის სტიმულაცია

სახის კონტურისა და ოვალის გაუმჯობესება

ნაოჭების შემცირება და პრევენცია

კანის ტონუსისა და ელასტიურობის გაუმჯობესება

ყელისა და დეკოლტეს კანის გამკვრივება

შემავალი პროცედურები

100 ხაზი - თვალი

1,300 ₾ · 90 წთ

150 ხაზი - თვალი

1,800 ₾ · 60 წთ

200 ხაზი - თვალი

2,200 ₾ · 90 წთ

230 ხაზი

2,500 ₾ · 90 წთ

250 ხაზი

2,800 ₾ · 90 წთ

300 ხაზი

3,300 ₾ · 90 წთ

400 ხაზი

4,300 ₾ · 90 წთ

500 ხაზი

5,000 ₾ · 90 წთ

530 ხაზი

5,350 ₾ · 90 წთ

550 ხაზი

5,600 ₾ · 90 წთ

560 ხაზი

5,700 ₾ · 90 წთ

600 ხაზი

5,800 ₾ · 90 წთ

700 ხაზი

6,300 ₾ · 90 წთ

800 ხაზი

6,400 ₾ · 90 წთ

830 ხაზი

6,640 ₾ · 90 წთ

1000 ხაზი

7,500 ₾ · 90 წთ

1200 ხაზი

8,500 ₾ · 90 წთ

რეალური შედეგები