Nuage
უკან

რადიოსიხშირული (RF) თერაპია (Imperium Med 400)

საწყისი:
150 ₾
ხანგრძლივობა:
30 - 60 წთ

რადიოსიხშირული (RF) თერაპია (Imperium Med 400) არის არაინვაზიური პროცედურა, რომელიც კანის კონტროლირებადი გათბობის საშუალებით ასტიმულირებს კოლაგენის წარმოქმნას და უზრუნველყოფს ლიფტინგის ეფექტს. პროცედურა აუმჯობესებს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას.

რადიოსიხშირული თერაპია წარმოადგენს თანამედროვე არაინვაზიურ მეთოდს, რომელიც ეფუძნება რადიოტალღური ენერგიის ზემოქმედებას კანზე. პროცედურა ტარდება Imperium Med 400 აპარატით და მიზნად ისახავს კანის გამკვრივებასა და გაახალგაზრდავებას.

რადიოტალღური იმპულსები ქსოვილებს ათბობს დაახლოებით 42°C-მდე, რაც იწვევს კოლაგენის ბოჭკოების შეკუმშვასა და გასქელებას. შედეგად, კანქვეშ ყალიბდება ბუნებრივი საყრდენი სტრუქტურა, რომელიც კანს ანიჭებს სიმკვრივეს და უზრუნველყოფს ლიფტინგის ეფექტს.

RF-სტიმულაცია ასევე ასტიმულირებს ახალი კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს, რაც აუმჯობესებს კანის სტრუქტურასა და ელასტიურობას.

პროცედურა ხელს უწყობს სისხლის მიკროცირკულაციას და ზრდის სისხლძარღვების ელასტიურობას, რაც აუმჯობესებს კანის გამოკვებას.

გარდა ამისა, რადიოსიხშირული ზემოქმედება ასტიმულირებს ლიპოლიზის პროცესს (ცხიმოვანი უჯრედების დაშლას).

პროცედურის დეტალები:

კანის გამკვრივება და ლიფტინგი

კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის სტიმულაცია

კანის ტონისა და ელასტიურობის გაუმჯობესება

ნაოჭების შემცირება

მიკროცირკულაციის გაუმჯობესება

ლიპოლიზის სტიმულაცია

კანის გაახალგაზრდავება

შემავალი პროცედურები

RF სხეულის 1 ზონა

200 ₾ · 60 წთ

RF თერმოჯიმი

150 ₾ · 60 წთ

RF სახის სამეტაპიანი პროგრამა

130 ₾ · 45 წთ

RF სახის სამეტაპიანი პროგრამა მეზოგელებით

180 ₾ · 45 წთ

RF სახის ოთხეტაპიანი პროგრამა

150 ₾ · 60 წთ

RF სახის ოთხეტაპიანი პროგრამა მეზოგელებით

200 ₾ · 60 წთ

RF სახე , ყელი, დეკოლტე (ოთხეტაპიანი პროგრამა )

200 ₾ · 90 წთ

RF სახე , ყელი, დეკოლტე (ოთხეტაპიანი პროგრამა მეზოგელებით)

250 ₾ · 90 წთ

RF ულტრაბგერა

120 ₾ · 15 წთ

RF ულტრაბგერა ბუსტერებით

200 ₾ · 20 წთ