Nuage
უკან

ინექციური ლიპოლიზი

საწყისი:
220 ₾
ხანგრძლივობა:
30 - 60 წთ

ინექციური ლიპოლიზი არის არაქირურგიული პროცედურა, რომელიც გამოიყენება მცირე, ლოკალური ცხიმოვანი დაგროვებების შესამცირებლად და შესაბამისი ზონის კონტურის გასაუმჯობესებლად. პროცედურის გეგმა, პრეპარატი და სეანსების რაოდენობა ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე, ინდივიდუალურად შეირჩევა.

პროცედურა განკუთვნილია მცირე და მკაფიოდ გამოხატული ცხიმოვანი უბნებისთვის, რომელთა შემცირებაც მხოლოდ კვებისა და ფიზიკური აქტივობის საშუალებით რთულია. ინექციური ლიპოლიზი არ წარმოადგენს წონის კლების ან სიმსუქნის მკურნალობის მეთოდს და ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ კვებასა და აქტიურ ცხოვრების წესს.

NUAGE Clinique-ში თითოეული პროცედურა იწყება ექიმის კონსულტაციით. სპეციალისტი აფასებს ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობასა და განაწილებას, კანის მდგომარეობას, დასამუშავებელი ზონის ანატომიას, პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიასა და სასურველ შედეგს.

შეფასების საფუძველზე ინდივიდუალურად განისაზღვრება, რამდენად მიზანშეწონილია პროცედურის ჩატარება, რომელი პრეპარატი შეესაბამება კონკრეტულ შემთხვევას, რა რაოდენობა უნდა იქნეს გამოყენებული და რამდენი სეანსი შეიძლება იყოს საჭირო.

პრეპარატის შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა ლიპოლიზურ საშუალებას განსხვავებული შემადგენლობა, მოქმედების პრინციპი და გამოყენების არეალი აქვს. პროცედურა ტარდება მხოლოდ ექიმის მიერ შერჩეული პროტოკოლითა და კონკრეტული პრეპარატის გამოყენების წესების დაცვით.


შედეგი ეტაპობრივად ვითარდება. პროცედურის შემდეგ ორგანიზმს დრო სჭირდება დამუშავებულ ქსოვილში მიმდინარე პროცესებისთვის, ამიტომ ცვლილება დაუყოვნებლივ ყოველთვის არ არის შესამჩნევი. შედეგისა და საჭირო სეანსების რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დასამუშავებელ ზონაზე, ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობაზე, გამოყენებულ პრეპარატსა და ორგანიზმის თავისებურებებზე.

პროცედურის მიზნები:

მცირე ლოკალური ცხიმოვანი დაგროვების შემცირება

დამუშავებული ზონის კონტურის გაუმჯობესება

სხეულის ან სახის კონკრეტული უბნის პროპორციების დაბალანსება

არაქირურგიული კორექციის შესაძლებლობა

ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შედეგის მიღება

შემავალი პროცედურები

Localyzed

200 ₾ · 30 წთ

PB Serum

250 ₾ · 30 წთ

PB Serum Lift

200 ₾ · 30 წთ