Icoone სახე

- საწყისი:
- 150 ₾
- ხანგრძლივობა:
- 30 - 40 წთ
Icoone არის არაინვაზიური მექანოსტიმულაციური პროცედურა, რომელიც აუმჯობესებს კანის ტონს, ამცირებს შეშუპებას და ასტიმულირებს ლიმფოდრენაჟს. პროცედურა ხელს უწყობს კანის გამკვრივებას, სახის კონტურის გამოკვეთას და ანიჭებს კანს უფრო გაბრწყინებულ და ჯანსაღ იერს.
Icoone არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც ეფუძნება მექანოსტიმულაციას - მიკრომასაჟის მეთოდს, რომელიც ზემოქმედებს როგორც კანის ზედაპირულ, ისე ღრმა შრეებზე. პროცედურა არაინვაზიურია, კომფორტული და მიზნად ისახავს კანის ხარისხის გაუმჯობესებასა და ბუნებრივ გაახალგაზრდავებას.
პროცედურის დროს გამოიყენება სპეციალური რობოტიზებული თავაკები, რომლებიც ქმნის ვაკუუმურ და მექანიკურ სტიმულაციას. აღნიშნული ზემოქმედება აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, ასტიმულირებს ლიმფოდრენაჟს და ზრდის ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდებას.
მექანოსტიმულაცია ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, ზრდის ელასტიურობას და უზრუნველყოფს უფრო გამოკვეთილ სახის კონტურს.
პროცედურის დეტალები:
კანის მიკროცირკულაციის გაუმჯობესება
შეშუპების შემცირება
ლიმფოდრენაჟის სტიმულაცია
კანის რეგენერაციის გააქტიურება
კანის სიმკვრივისა და ტონის გაუმჯობესება
სახის კონტურის გამოკვეთა