ჰაიდრაფეშელი

- საწყისი:
- 230 ₾
- ხანგრძლივობა:
- 45 - 90 წთ
- აღდგენის პერიოდი:
- 0 დღე
ჰაიდრაფეშელი (Hydrafacial) არის არაინვაზიური პროცედურა, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს კანის ღრმა წმენდას, დატენიანებასა და განახლებას. პროცედურა უმტკივნეულოა და კანს მყისიერად ანიჭებს სუფთა და გლუვ იერს.
ჰაიდრაფეშელი არის კანის ღრმა წმენდისა და მოვლის არაინვაზიური პროცედურა, რომელიც ერთ პროცედურაში აერთიანებს ექსფოლიაციას, ექსტრაქციას, დატენიანებასა და ანტიოქსიდანტურ დაცვას. პროცედურა გრძელდება დაახლოებით ერთი საათი, არის სრულიად უმტკივნეულო და უზრუნველყოფს როგორც ეფექტურ შედეგს, ისე კომფორტულ, სასიამოვნო გამოცდილებას.
პროცედურა ტარდება Hydrafacial Syndeo-ს აპარატით, რომელიც იყენებს ერთჯერად თავაკებსა და აქტიურ შრატებს. ვაკუუმური ტექნოლოგია უზრუნველყოფს ფორების ღრმა წმენდას და აქტიური ინგრედიენტების ეფექტურ შეწოვას.
პროცედურის ეტაპები:
1. ექსფოლიაცია
ნაზად აშორებს მკვდარ უჯრედებს, ასუფთავებს კანს და ამზადებს მას შემდგომი ეტაპებისთვის.
2. ექსტრაქცია
ვაკუუმური ტექნოლოგიის დახმარებით ხდება ფორების ღრმა გაწმენდა. ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო შრატები ხელს უწყობს აკნეს შემცირებასა და ცხიმიანობის რეგულაციას.
3. ჰიდრაცია და დაცვა
კანი ივსება ანტიოქსიდანტებით გამდიდრებული შრატით, რომელიც ინტენსიურად ატენიანებს და იცავს მას გარემო ფაქტორებისგან.
პროცედურის დასასრულს გამოიყენება დამატენიანებელი ან დამამშვიდებელი ნიღაბი და ტარდება LED თერაპია, რომელიც სხვადასხვა ტალღის სიგრძის სინათლის საშუალებით ხელს უწყობს კანის დამშვიდებას, აღდგენასა და განახლებას.
პროცედურის დეტალები :
კანის ღრმა წმენდა
ფორების გაწმენდა და ვიზუალური შემცირება
კანის ინტენსიური დატენიანება
კანის ტექსტურისა და ტონის გაუმჯობესება
ცხიმიანობის რეგულაცია
კანის განახლება