Nuage
უკან

ენდოსფეროთერაპია - სხეული

საწყისი:
200 ₾
ხანგრძლივობა:
40 - 75 წთ

ენდოსფეროთერაპია (Endospheres Therapy) არის არაინვაზიური აპარატული მასაჟის ტექნიკა, რომელიც ვიბრაციისა და კომპრესიის კომბინაციით აუმჯობესებს სხეულის კონტურს, ამცირებს ცელულიტს და ასტიმულირებს ლიმფოდრენაჟს. პროცედურა კომფორტულია და ხელს უწყობს კანის გამკვრივებასა და სხეულის ფორმის გაუმჯობესებას.

ენდოსფეროთერაპია არის თანამედროვე აპარატული მასაჟის ტექნიკა, რომელიც აერთიანებს ვიბრაციასა და კომპრესიულ ზემოქმედებას. პროცედურა არაინვაზიურია, კომფორტული და მიზნად ისახავს როგორც ესთეტიკური, ისე თერაპიული ეფექტის მიღწევას.

ტექნოლოგია ეფუძნება სპეციალურ თავაკს, რომლის შიგნით მოთავსებულია მბრუნავი როლერები „თაფლის სკას“ სტრუქტურით. მათი მოძრაობა ქმნის მიკროვიბრაციასა და კომპრესიას, რაც აქტიურად ზემოქმედებს ქსოვილებზე.მიკროვიბრაციის შედეგად უმჯობესდება სისხლის მიკროცირკულაცია და ჩქარდება მეტაბოლური პროცესები, ხოლო კომპრესია ხელს უწყობს ლიმფური დრენაჟის გაძლიერებასა და ჭარბი სითხის გამოყოფას ორგანიზმიდან.

პროცედურა მოქმედებს როგორც კანის ზედაპირულ, ისე ღრმა შრეებზე და ხელს უწყობს სხეულის ფორმის გაუმჯობესებასა და კანის სიჯანსაღეს.

პროცედურის დეტალები:

სხეულის მოცულობის შემცირება

ცელულიტის შემცირება (მათ შორის ფიბროზული)

კანის გამკვრივება და ტონის გაუმჯობესება

ლიმფოდრენაჟის სტიმულაცია

შეშუპების შემცირება

მიკროცირკულაციის გაუმჯობესება

კუნთების მოდუნება და ტონუსის ნორმალიზება

კანის განახლება და პილინგის ეფექტი

შემავალი პროცედურები

სხეული

200 ₾ · 40 წთ

ენდოსფერო თერაპია სხეული

250 ₾ · 60 წთ

ენდოსფერო თერაპია სხეული

300 ₾ · 75 წთ