Nuage
უკან

ენდოსფეროთერაპია- სახე

საწყისი:
220 ₾
ხანგრძლივობა:
60 წთ

ენდოსფეროთერაპია სახისთვის არის არაინვაზიური აპარატული მასაჟის ტექნიკა, რომელიც ვიბრაციისა და კომპრესიის კომბინაციით აუმჯობესებს კანის ტონს, ამცირებს შეშუპებას და ასტიმულირებს ლიმფოდრენაჟს. პროცედურა ხელს უწყობს კანის გამკვრივებას, სახის კონტურის გამოკვეთას და ანიჭებს კანს უფრო გაბრწყინებულ და განახლებულ იერს. სრული ტექსტი.

ენდოსფეროთერაპია არის თანამედროვე აპარატული მასაჟის ტექნიკა, რომელიც აერთიანებს ვიბრაციასა და კომპრესიულ ზემოქმედებას. პროცედურა არაინვაზიურია, კომფორტული და მიზნად ისახავს როგორც ესთეტიკური, ისე თერაპიული ეფექტის მიღწევას.

ტექნოლოგია ეფუძნება სპეციალურ თავაკს, რომლის შიგნით მოთავსებულია მბრუნავი როლერები „თაფლის სკას“ სტრუქტურით. მათი მოძრაობა ქმნის მიკროვიბრაციასა და კომპრესიას, რაც აქტიურად ზემოქმედებს ქსოვილებზე.მიკროვიბრაციის შედეგად უმჯობესდება სისხლის მიკროცირკულაცია და ჩქარდება მეტაბოლური პროცესები, ხოლო კომპრესია ხელს უწყობს ლიმფური დრენაჟის გაძლიერებასა და ჭარბი სითხის გამოყოფას ორგანიზმიდან.

პროცედურა მოქმედებს როგორც კანის ზედაპირულ, ისე ღრმა შრეებზე და ხელს უწყობს სახის ფორმის გაუმჯობესებასა და კანის სიჯანსაღეს.

პროცედურის დეტალები:

სახის კონტურის გაუმჯობესება

კანის გამკვრივება და ტონის გაუმჯობესება

ლიმფოდრენაჟის სტიმულაცია

შეშუპების შემცირება

მიკროცირკულაციის გაუმჯობესება

კუნთების მოდუნება და ტონუსის ნორმალიზება

კანის განახლება და პილინგის ეფექტი

შემავალი პროცედურები

სახე

220 ₾ · 60 წთ