Nuage
უკან

კოლაგენსტიმულატორები

საწყისი:
950 ₾
ხანგრძლივობა:
60 - 90 წთ

კოლაგენის ბიოსტიმულაცია არის ინექციური პროცედურა, რომელიც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავებას, სიმკვრივის, ელასტიურობისა და ტექსტურის გაუმჯობესებას. პრეპარატი, მისი რაოდენობა, შეყვანის ტექნიკა და პროცედურების რაოდენობა სპეციალისტთან კონსულტაციის საფუძველზე, ინდივიდუალურად შეირჩევა.

ინექციური კოლაგენსტიმულატორების მთავარი მექანიზმია - კანის ფიბრობლასტების კონტროლირებადი ბიოსტიმულაცია, რაც აძლიერებს ბუნებრივი კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას და ხელს უწყობს კანის რემოდელირებას. კანი ხდება უფრო მკვრივი, ელასტიური, უმჯობესდება მისი ტექსტურა, მცირდება ნაოჭების გამოხატულება.                     კოლაგენსტიმულატორი არ შეიცავენ კოლაგენს, ის  ორგანიზმს აიძულებს დამოუკედებლად გამოიმუშაოს ახალი კოლაგენი და მოახდინოს კანის რემოდელირება. 

ინექცია ხორციელდება კანის ღრმა ფენებში ან კანქვეშ. პრეპარატის შეყვანის სიღრმის დონე და ტექნიკა დამოკიდებულია პრეპარატზე, ზონაზე და მისაღწევ მიზნებზე. პროცედურის დეტალები და რაოდენობა სპეციალისტთან კონსულტაციის საფუძველზე ინდივიდუალურად შეირჩევა. 

ტრადიციული შემავსებელი პრეპარატებისგან განსხვავებით, კოლაგენოსტიმულატორების მთავარი მიზანიმხოლოდ მოცულობის დაუყოვნებლივ ზრდა არ არის. მათი მოქმედება თანდათან ვითარდება და მიმართულიაკანის სტრუქტურის, სიმკვრივის, ელასტიურობისა და საერთო ხარისხის გაუმჯობესებისკენ.

NUAGE Clinique-ში პროცედურა იწყება ექიმის კონსულტაციით. სპეციალისტი აფასებს სახის ანატომიას, კანისა დარბილი ქსოვილების მდგომარეობას, მოცულობის ცვლილებებს, პაციენტის სამედიცინო ისტორიასა და სასურველშედეგს.

ყველა კოლაგენოსტიმულატორს განსხვავებული მახასიათებლები, გამოყენების არეალი და მოქმედებისპროტოკოლი აქვს, ამიტომ ერთი და იგივე მიდგომა ყველა პაციენტისთვის არ გამოიყენება.კოლაგენსტიმულატორების ეფექტი თანდათანობით ვითარდება და პრეპარატის მიხედვით 2-6 თვის განმავლობაში დგინდება.


დასამუშავებელი ზონები

კოლაგენის ბიოსტიმულაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სახისა და სხეულის სხვადასხვა ზონაში, თუმცა კონკრეტული უბნის დამუშავების შესაძლებლობა შერჩეული პრეპარატისა და ექიმის შეფასების მიხედვით განისაზღვრება.

კონსულტაციის დროს სპეციალისტი აფასებს:

სახის ან სხეულის კონკრეტული ზონის ანატომიას;

კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას;

რბილი ქსოვილების მოცულობასა და მდგომარეობას;

ასაკობრივ და სტრუქტურულ ცვლილებებს;

ადრე ჩატარებულ ინექციურ ან აპარატურულ პროცედურებს;

შერჩეული პრეპარატის ჩვენებებსა და შეზღუდვებს.

ყველა პრეპარატი ყველა ზონისთვის არ გამოიყენება. დასამუშავებელი არე და პროცედურის გეგმა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ინდივიდუალურად შეირჩევა.

პროცედურის მიზნები:

კანის ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავების სტიმულაცია

კანის სიმკვრივისა და ელასტიურობის გაუმჯობესება

მოდუნებული კანის მდგომარეობის გაუმჯობესება

კანის ტექსტურისა და საერთო ხარისხის გაუმჯობესება

წვრილი ხაზებისა და ასაკობრივი ცვლილებების შემცირება

დაკარგული მოცულობის ეტაპობრივი აღდგენა შესაბამის შემთხვევებში

სახის პროპორციებისა და კონტურების ჰარმონიული გაუმჯობესება

ბუნებრივი და ინდივიდუალურ მახასიათებლებზე მორგებული შედეგის მიღება


შემავალი პროცედურები

Ellure

950 ₾ · 60 წთ

Ellure ჰიალურონის მჟავით

1,000 ₾ · 60 წთ

Sculptra

1,600 ₾ · 90 წთ

Rediesse

1,200 ₾ · 90 წთ

Colloste Micro

700 ₾ · 60 წთ

Colloste 7.5%

700 ₾ · 60 წთ

Colloste 15%

850 ₾ · 60 წთ