სილფირმი- RF მიკრონიდლინგი

- საწყისი:
- 550 ₾
- ხანგრძლივობა:
- 30 - 90 წთ
Sylfirm X არის უახლესი თაობის მიკრონემსოვანი RF (რადიოსიხშირული) პროცედურა, რომელიც აერთიანებს მიკრონემსებისა და რადიოსიხშირული ენერგიის მოქმედებას. პროცედურა ხელს უწყობს კანის გამკვრივებას, რეგენერაციას, კოლაგენის გამომუშავებასა და კანის ხარისხის გაუმჯობესებას.
Sylfirm X წარმოადგენს უახლესი თაობის მიკრონემსოვან RF (რადიოსიხშირულ) პროცედურას, რომელიც აერთიანებს მიკრონემსების ტექნოლოგიასა და რადიოსიხშირულ ენერგიას. პროცედურის დროს თხელი მიკრონემსები კონტროლირებად სიღრმეზე აღწევს კანში და ზუსტად განსაზღვრულ უბნებზე აწვდის რადიოსიხშირულ ენერგიას, რაც ასტიმულირებს კანის ბუნებრივ აღდგენით პროცესებს.
პროცედურა ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს, ტონუსსა და ელასტიურობას. შედეგად, კანი ხდება უფრო გლუვი, მკვრივი და ახალგაზრდული.
Sylfirm X ეფექტურია როგორც სახის, ისე სხეულის სხვადასხვა პრობლემის დროს. სახის არეში პროცედურა აუმჯობესებს კანის ზოგად ხარისხს, ამცირებს გაფართოებულ ფორებს, წვრილ ნაოჭებსა და აკნეს შემდგომ ნაწიბურებს, ასევე ხელს უწყობს კანის გამკვრივებასა და ტონუსის გაუმჯობესებას.
სხეულის არეში Sylfirm X გამოიყენება სტრიების სიღრმისა და სიგანის შესამცირებლად, მოდუნებული კანის გასამკვრივებლად (მათ შორის მშობიარობის ან ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ), ცელულიტის დროს კანის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ნაწიბურების შესარბილებლად.
პროცედურის შედეგები ეტაპობრივად ვითარდება. პირველადი ცვლილებები, როგორც წესი, 2-4 კვირაში ხდება შესამჩნევი, ხოლო მაქსიმალური ეფექტი ვითარდება ახალი კოლაგენის ფორმირების პარალელურად და საბოლოოდ ფასდება ბოლო პროცედურიდან 2-4 თვის შემდეგ.
პროცედურის დეტალები:
კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულაცია
კანის გამკვრივება და ლიფტინგი
კანის ტექსტურისა და ტონუსის გაუმჯობესება
გაფართოებული ფორებისა და წვრილი ნაოჭების შემცირება
აკნეს შემდგომი ნაწიბურების კორექცია
სტრიებისა და ნაწიბურების ვიზუალური შემცირება
კანის ხარისხისა და ელასტიურობის გაუმჯობესება