Nuage
უკან

კაპილარების და პიგმენტაციის მკურნალობა Nordlys-ის აპარატით

საწყისი:
200 ₾
ხანგრძლივობა:
30 - 60 წთ

Nordlys by Candela-ს აპარატით მკურნალობა ხელს უწყობს ხილული კაპილარების, კანის სიწითლისა და ზედაპირული პიგმენტური ცვლილებების შემცირებას. პროცედურის პარამეტრები, დასამუშავებელი ზონები და სეანსების რაოდენობა სპეციალისტთან კონსულტაციის საფუძველზე ინდივიდუალურად განისაზღვრება.

Nordlys by Candela თანამედროვე აპარატურული სისტემაა, რომელიც გამოიყენება კანის სხვადასხვა სისხლძარღვოვანი და პიგმენტური ცვლილების სამკურნალოდ.

პროცედურა ხელს უწყობს სახესა და სხეულზე ხილული კაპილარების, დიფუზური სიწითლის, მზის ზემოქმედებით წარმოქმნილი ლაქებისა და კანის არათანაბარი ტონის შემცირებას. მკურნალობის მიზანია კანის უფრო თანაბარი, ნათელი და ჯანსაღი იერის მიღება მისი ბუნებრივი სტრუქტურის შენარჩუნებით.

NUAGE Clinique-ში პროცედურა იწყება სპეციალისტის კონსულტაციით. ფასდება კანის მდგომარეობა და ფოტოტიპი, სისხლძარღვოვანი ან პიგმენტური ცვლილების ტიპი, სიღრმე და გავრცელების არე, კანის მგრძნობელობა, ჯანმრთელობის ისტორია და ადრე ჩატარებული პროცედურები.

შეფასების საფუძველზე სპეციალისტი ინდივიდუალურად არჩევს პროცედურის პარამეტრებსა და მკურნალობის გეგმას. ყველა პიგმენტური ლაქა ან სისხლძარღვოვანი ცვლილება ერთნაირად არ მუშავდება, ამიტომ პროცედურამდე მნიშვნელოვანია პრობლემის სწორად შეფასება და შესაბამისი მიდგომის განსაზღვრა.

პროცედურის შემდეგ პიგმენტური ლაქები შესაძლოა დროებით გამუქდეს და შემდეგ თანდათან გაფერმკრთალდეს. ხილული კაპილარებისა და სიწითლის შემცირებასაც გარკვეული დრო სჭირდება. შედეგი ეტაპობრივად ვითარდება და შესაძლოა საჭირო გახდეს რამდენიმე სეანსი.

პროცედურების რაოდენობა და მათ შორის ინტერვალი ინდივიდუალურად განისაზღვრება კანის მდგომარეობის, პრობლემის ხასიათის, დასამუშავებელი ზონისა და კანის რეაქციის გათვალისწინებით.


დასამუშავებელი ზონები:

Nordlys by Candela-ს აპარატით შესაძლებელია სახისა და სხეულის სხვადასხვა შესაბამისი ზონის დამუშავება.

ყველაზე გავრცელებული ზონებია:

სახე

ცხვირისა და ლოყების არე

კისერი

დეკოლტე

ხელის მტევნები

სხეულის სხვა შესაბამისი უბნები, სპეციალისტის შეფასების საფუძველზე.

დასამუშავებელი ზონა და პროცედურის ჩატარების შესაძლებლობა კონსულტაციის შემდეგ ინდივიდუალურად განისაზღვრება.

პროცედურის ძირითადი მიზნები:

ხილული კაპილარების შემცირება

კანის დიფუზური სიწითლის გაუმჯობესება

ზედაპირული სისხლძარღვოვანი ცვლილებების შემცირება

მზის ზემოქმედებით წარმოქმნილი პიგმენტური ლაქების შემცირება

ჭორფლისა და ასაკობრივი ლაქების ვიზუალური შემცირება

კანის არათანაბარი ტონის გაუმჯობესება

კანის უფრო ნათელი და თანაბარი იერის მიღება

კანის საერთო ვიზუალური ხარისხის გაუმჯობესება.

შემავალი პროცედურები

პიგმენტაციის მკურნალობა Nordlys-ის აპარატით (1 ზონა)

200 ₾ · 30 წთ

ფოტოგაახალგაზრდავება -სახე

350 ₾ · 30 წთ

ფოტოგაახალგაზრდავება -სახე, ყელი ,დეკოლტე

500 ₾ · 35 წთ

ნაწიბურების მკურნალობა (PR&VL აპლიკატორები)

200 ₾ · 30 წთ

აკნეს და პოსტაკნეს მკურნალობა (PR&VL აპლიკატორები)

200 ₾ · 30 წთ